დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ.
ამის შესახებ განცხადებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე ავრცელებენ.
„მკაცრად ვგმობ ირანული რეჟიმის ისრაელზე უგუნურ თავდასხმას. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას საკუთარ შემოგარენში ქაოსის დათესვა სურს… დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელის და რეგიონში ყველა ჩვენი პარტნიორის თავდაცვის მხარდაჭერას, მათ შორის იორდანიისა და ერაყის. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ ვითარების სტაბილიზაციისთვის და შემდგომი ესკალაციის აღკვეთისთვის. არავის სურს მეტი სისხლისღვრა,” – წერს სუნაკი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის თავდასხმა და აღნიშნა საფრანგეთის სოლიდარობა და “ერთგულება ისრაელის თავდაცვისადმი.”