დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს – Bloomberg
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება სავარაუდოდ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში კონსერვატიული პარტია დამარცხდება.