ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დემჩენკოს ბათუმის "დინამოში" თანამემამულე მეკარის გადაყვანა სურს

ბათუმის "დინამო" უკრაინის "მინაის" 21 წლის მეკარით ალეკსანდრ კემკინით დაინტერესდა, - იტყობინება Sport.ua.
კემკინის ტრანსფერის განხორციელება "დინამოს" თავკაცს ანდრეი დემჩენკოს სურს, რომელიც მისი მწვრთნელი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" იყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დემჩენკოს განსაკუთრებით კემკინის ფეხით თამაში მოსწონს და სწორედ ასეთი მეკარე სჭირდება.
კემკინს "მინაისთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 ათასი ევროა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კემკინის შეძენის სურვილი პოლონეთის, ხორვატიის და ბელგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს აქვთ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.