დემნა გვასალიას Vetements-მა ქართულწარწერებიანი ტანსაცმელი წარადგინა

დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის ბოლო კოლექცია წარადგინა, რომლის მთავარი თემაც საქართველოა. კოლექციას SS19 ჰქვია და მასში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს.

ქართველი დიზაინერის კოლექცია წელსაც გასხვავებულია. გვასალიამ მაისურები წარადგინა, რომლებსაც ქართულად სიტყვები საქართველო და უფალო, შეგვიწყალენ აწერია.

ინსპირაცია დიზაინერმა თავისი ოჯახის ისტორიიდან და 1992 წლის სოხუმის ტრაგედიიდან აიღო.

 

 

VETEMENTS SPRING-SUMMER 2019

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on