„დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული სახელმწიფოს მძევალი“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ე.წ. მატროსოვის ციხეში, გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ დეკანოზი არის ქართული სახელმწიფომძევალი. მისივე თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. გვარამია მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძის ციხეში დატოვება არ შეიძლება, მისი თქმით, „ეს შეიძლება არ დასრულდეს კარგად“.

„ამას არ მოველოდი, რაც მე ახლა აქ გავიგე, ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსი და სამწუხაროდ, ქართულ ეკლესიის შიგნით არსებული გარკვეული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული სახელმწიფომძევალი, იგი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ როგორც მინიმუმ, იგი შეწყალებულ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ. რა თმა უნდა, იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, რომ ამისი იმედი არავის აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშრებითაც, თუმცა ეს გრძელი გზაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამრთლოს მოიგებს, თუმცა თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, ეს შეიძლება არ დასრულდეს კარგად. ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს“,-განაცხადა გვარამიამ.