„დარწმუნებული ვარ არჩევნების წინ რომ ჩატარებულიყო დაისმებოდა კითხვა რატომ არჩევნების წინ“

რატომ დადგა ცვლილებების აუცილებლობა ახლა როდესაც არჩევნები გუშინ დასრულდა. როდის მომწიფდა სტრუქტურული და საკადრო გადაადგილებები მმართველ გუნდში, ამ თემებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ გადაცემა “ ხალხის პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა, მისი თქმით მმართველი გუნდი დიდი ხანია განიხილავს ცვლილებებს.

„ მმართველ გუნდში დიდი ხანია საუბარი იყო ამ გაუმჯობესების, მმართვის სტრუქტურის დახვეწის, თუნდაც ოპტიმიზაციის თაობაზე. ეს ახალი თემა არაა ჩვენთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ არჩევნების წინ რომ ჩატარებულიყო დაისმებოდა კითხვა რატომ არჩევნების წინ ასე რომ თარიღთან მაინც და მაინც ნუ დავაკავშირებთ, მაგრამ სიღრმისეულად, რომ გავაანალიზოთ ეს არარი მხოლოდ ოპტიმიზაცია.“- განაცხადა გია ვოლსკი

">