დაპირისპირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

არის თუ არა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორი კანონიერად არჩეული და რას აპიროტესტებენ, უნივერსიტეტის ყოფილი, თუ მოქმედი ლექტორები?

ბატონი ზაალ  მიქაძე News.Ge-ს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და  “ტექნიუკ უნივერსიტეტში” არსებული დარღვევები წარუდგინა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტში რექტორისა და საბჭოს არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და  “საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” დაირღვა.

“საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ”

22-მუხლი  უმაღესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ”

პუნქტი 3დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას

მიქაძის განცხადებით, არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევით, დაირღვა სწორედ კანონის ეს მუხლი, რის გამოც უნივერსიტეტის ლექტორმა განათლების სამინისტროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.  ზაალს მიქაძე განმარტავს, რომ მისი პროტესტის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, ამასთენ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა, რის გამოც არჩილ ფრანგიშვილი, კვლავ დაკავებულ თანამდებობაზე რჩება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეიზღუდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის სხვა კანდიდატების კანონიერი უფლება

აღნიშნულ ბრალდებებს არ ეთანხმება თავად, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. არჩილ ფრანგიშვილის განმარტებით, ზაალ მიქაძე, აღარ ირიცხება უნივერსიტეის ლექტორად და მისი ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. ფრანგიშვილმა ჩვენთან საუბარში წარმოადგინა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ზაალ მიქაძის საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული და სასამართლომ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად ცნო.

მოისმინეთ მხარეების კომენტარები