დანიური ჰოლდინგი DSV ყიდულობს DB Schenker-ს, გერმანული სარკინიგზო კომპანიის Deutsche Bahn-ის ლოგისტიკურ განყოფილებას, 14,3 მილიარდ ევროდ, ვალის გათვალისწინებით.
გარიგება უზრუნველყოფს DSV-ს გაზრდილ საოპერაციო მოცვას და ახალ ბაზრებზე წვდომას, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
„Schenker-ის შეძენა გააძლიერებს DSV-ის გლობალურ ქსელს და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ტრანზაქცია გააძლიერებს პლატფორმას DSV-ის მუდმივი ზრდისა და განვითარებისათვის უფრო მდგრადი და ციფრული ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანია გახდება საკვანძო ბაზარი DSV-სთვის Schenker-ის შეძენის შემდეგ. კომპანია გეგმავს ბიზნესის განვითარებას გერმანიაში და აპირებს 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გერმანულ ოპერაციებში მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში.
ვრცლად Interfax – ზე