დანით შეიარაღებულმა პირმა ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე 12 ადამიანი დაჭრა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე თავდამსხმელმა დანით 12 ადამიანი დაჭრა. მედიის ცნობით, სამი პირი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო კიდევ სამი სერიოზულად არის დაჭრილი.

თავდასხმა ჰამბურგის ცენტრალურ სადგურზე 23 მაისს, ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე, მოხდა.

ახალი ამბების სააგენტო AFP-სთან საუბრისას ჰამბურგის სახანძრო სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ თავდასხმის დროს 12 პირი დაიჭრა და ზოგიერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში იყო. ხოლო X-ზე ჰამბურგის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! – არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ

გიორგი ვაშაძის ადვოკატი – ეს რომ სასამართლო არ არის, ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშვნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ