“დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე “ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს” – პავილიონისი

“დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე, “ქართული ოცნება” სადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს” – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი პლატფორმა X-ზე წერს და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე “ქართული ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. ქვეყნის შიგნით რუსული ოკუპაციის გავრცელების სულ უფრო და უფრო მეტი ნიშანია. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული კოშმარი” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას”, – წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის