“დამოუკიდებლობის აღლუმი” – მოქალაქეები 26 მაისს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები საპროტესტო აქციას გამართავენ – მოქალაქეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა. სწორედ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს და სრულფასოვანი, თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების სამართლებრივ მემკვიდრეობას დაეყრდნო საქართველოს დამოკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. ს იმპერიისაგან განთავისუფლება სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მოქალაქეთა ერთობა, თანასწორობა, სოლიდარობა ევროპული პოლიტიკური და კულტურული სივრცის წევრობაზე ღია განაცხადი კვლავინდებურად ამ იდეის მთავარი, სასიკვდილო საფრთხე და გამოწვევა კი რუსული იმპერიალიზმი და მათი ადგილობრივი სატელიტები არიან, რომლებიც ყოველდღიურად: ანადგურებენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შექმნილ ყველა წარმატებულ, თავისუფალ ინსტიტუტებს, ანგრევენ დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდებს და ცდილობენ დაამარცხონ მებრძოლი საქართველო და კვლავ რუსეთის განადგურებულ პროვინციად აქციონ. 26 მაისს, 15:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით გავემართოთ რუსთაველის პროსპექტზე,
დამფუძნებელი კრების სასახლისაკენ (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე), სადაც ზუსტად 17:10-ზე ერთად წავიკითხავთ დამოუკიდებლობის აქტს და მთელს სამყაროს გავაგონებთ ხმას, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია! აქციის ორგანიზატორები არიან ჯგუფი „წინაპრები“ და სოვლაბი. ეს აღლუმი იქნება: ბევრი სიურპრიზით, წარსულის გამოძახილით და მომავლის იმედით სავსე!” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის