„დამოუკიდებელი ჟურალისტი“ მორიგ ოლიგარქს რომ მიეტმასნები, კეთილი უნდა ინებო და დაემშვიდობო ჟურნალისტიკას

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„დამოუკიდებელი ჟურალისტი“ რომ მორიგ ოლიგარქს მიეტმასნები, მის შვილს ნათლიად რომ მოიკიდებ, შენი შვილის ქორწილში ორი თაობის მთავრობა ღვინისძიებას რომ გამართავს, ხოლო ზემოხსენებული ბომონძღისაგან მრავალი ათასის და ათეული ათასის ღირებულების საჩუქრებს მიიღებ – კეთილი უნდა ინებო და დაემშვიდობო ჟურნალისტიკას… თუ ამგვარად ნათქვამს ვერ გაიგებ, სხვანაირადაც გეტყვიან – ქალო, მოუსვი ეთერიდან!
______________
P.S. “პროკურატურის ფილარმონია პრესცენტრს” არ დაგავიწყდეს სიძეს უთხრა, რომ იმან თავის შინაგან საქმეთა მიისტრის მოადგილე მამას უთხრას, რომ “ზომები მიიღოს” ჩემს მიმართ“,-წერს ზაქარეიშვილი.