დალია გრიბაუსკაიტე – რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე   ძრთადი დრო რუსეთის კრიტიკას დაუთმო   . მისი თქმით    რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია.

„ამ სხდომის მიმდინარეობისას, დაახლოებით, 100 ათასი რუსი სამხედრო მონაწილეობს წვრთნებში „დასავლეთი 2017“ – ბალტიის სახელმწიფოების, პოლონეთის საზღვართან, არქტიკაშიც კი. კრემლი ამუშავებს მეზობლებზე თავდასხმის გეგმას. დასავლეთზე თავდასხმისთვის ამზადებენ სამხედროებს.

ასეთი წვრთნები საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც მიმართულია შიშის დათესვაზე. უფრო მეტიც, ეს წვრთნები იმის მანიშნებელია, რომ კრემლი ვერ მალავს სიძულვილს დასავლეთის მიმართ.

რუსეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დაეკისრა დიდი პასუხისმგებლობა, რომ დაეცვა საერთაშორისო მშვიდობა. თუმცა, რუსეთი გაერო-ს წესდებას არღვევს. ის თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია, პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში”, – აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

 

">