“სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ, ჩემო მეგობრებორამოდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდგომ, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ‘ რომ საქართველოს კულტურის პალატასთან დაფუძნდეს ქართულ-ჩინური ბიზნეს თანამშრომლობის ცენტრი.
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ზუსტდება ტექნიკური დეტალები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ცენტრის მიზანია საქართველოს და ჩინეთს შორის გაცვლითი კულტურული პროექტების განხორციელება;
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდებზე.
საფუძველი ამ მოლაპარაკებებს რამოდენიმე თვის წინ ჩაეყარა. როდესაც მე საქართველოს კულტურის პალატის თანამშრომლებთან ერთად პირადად დავესწრი16 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, თეატრისა და ხელოვნების ცენტრ „FANCL“-ში უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ პრემიერას (რეჟისორმი გოჩა კაპანაძე).
პროექტი ქართულ-ჩინურ კომპანიასთან „Galaxy of Vast Dream“ თანამშრომლობის შედეგია.
დაელოდეთ მომდევნო სასიხარულო ამბებს. ასე ვიცით ჩვენ ” – წერს დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.