„დაზარალებულებზეა დამოკიდებული, ვაგრძელებთ m2-თან მოლაპარაკებებს თუ არა“

ცენტრ პოინტის“ ერთერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი  შემქნილი სიტუაციიდან, არის ის, რომ დათანხმდნენ დაზარალებულები m2-ის შემოთავაზებას და მიიღონ ბინები დასრულებული სახით. ახლა დაზარალებულებზეა დამოკიდებული, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან.

„შევთავაზეთ დაზარალებულებს გამოსავალი, ახლა მათი გადასაწყვეტია, თანახმა არიან თუ არა ამ პრობლემიდან გამოსავალზე. დაზარალებულებზეა დამოკიდებული, ვაგრძელებთ m2-თან მოლაპარაკებებს თუ არ ვაგრძელებთ. ჩემი შეთავაზებით, ამდენხნიანი პაუზისა და ჩიხური მდგომარეობის შემდეგ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ სიტუაციიდან გამოსვლის და პირობები არის ყველასთვის მისაღები და ნორმალური, ამ მომენტში უკეთესს ვერცერთი მხარე ვერავის ვერ შევთავაზებდით“,-განაცხადა რჩეულიშვილმა.

">