დავით ოქიტაშვილი: სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება …

დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი:
“ლიკას პირდაპირ ეთერში შევთავაზე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა… ის ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა.

დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნა, უკვე ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ… ლიკას გარდაცვალებით იმდენად ვარ შეძრული, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს…

მე მას ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი, მაგრამ ძალიან განვიცდიდი, ასე დათრგუნული რომ იყო. არსად გამოჩენა არ სურდა. არ მსურს პოლიტიკაზე ლაპარაკი… მაგრამ იგი სათანადოდ არ დააფასეს!

თქვა კიდეც, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი ბიძინა ივანიშვილის დახმარება იყო… რომ არა ივანიშვილი, ბევრი ხელოვანი საერთოდ გაქრებოდა ამ ქვეყნიდან!

წყარო: kvirispalitra.ge

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს პრეs-სამსახურში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პანაშვიდი ლიკა ქავჟარაძის სახლში, აბაშიძის N 62-ში გაიმართება.
მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება.