გუდაური ექვს საუკეთესო სათხილამურო კურორტს შორის მოხვდა

უკრაინის ტურისტული ვებსაიტი TripMyDream სთავაზობს მკითხველს ზამთრის 6 საუკეთესო სათხილამურო კურორტს ,სადაც აღნიშნულია , რომ გუდაური (საქართველო) ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია . სიაში მოხვდნენ : ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და უკრაინა.

ვებგვერდის მიხედვით, გუდაურის პოპულარობის მთავარი მიზეზი არის ე.წ. “სათხილამურო ტრასა”.

“გუდაურში შეგიძლიათ ჭამოთ იაფად , უგემრიელესი საჭმელები . გარდა ამისა, გაქვთ არჩევნის უფლება არის როგორც დიდი საცხოვრებელი ადგილები, ასევე ჰოსტელები და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებბი”, – ნათქვამია გამოცემაში

დადებითი შეფასებასთან ერთად მეორეს მხრივ, სტატიაში საქართველოს სათხილამურო კურორტის ნაკლოვანებები ხაზგასმით აღინიშნა

“გუდაურში არ არის ბევრი ღამის კლუბი და კაფე-ბარები. ღამის გართობის მოყვარულებმა შესაძლოა ცოტა მოიწყინონ.ასევე არც მომსახურება არის იდეალური , მაგრამ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა ამას კომპენსაციას უწევს “, – აღნიშნავს ვებგვერდი.

 

  • გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, იგი ასევე იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით. მცირეთოვლიანობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. თოვლის საშუალო სიმაღლე მთის ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და მშვიდი ამინდები.

 

Georgia’s Gudauri listed among 6 best ski resorts

geotv.ge

geotv.ge

Image result for გუდაური

Image result for გუდაური

Related image

Image result for გუდაური