გუბერნატორის თქმით ქარიშხალმა “ჰარვიმ” ტეხასის შტატში 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ტეხასიგუბერნატორის განცხადებით, ქარიშხალმა “ჰარვიმ”  შტატში 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.გრეგ ებოტის თქმით, ამ დროისთვის 82 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

 

ქარიშხალიჰარვი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 აგვისტოს დაატყდა თავს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. ქარიშხალმა დააზიანა ტეხასის და ლუიზიანის შტატები.

 

სტიქიის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა. მარტო ქალაქ ჰიუსტონში 22 სკოლა განადგურდა. ტეხასის შტატში ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია.

">