ავაკოვი: „სააკაშვილი იტყუება. ეს მისი პროფესიაა – მანიპულირება“

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იტყუება, როდესაც მიგრაციის სამსახურში მისვლაზე, ან პასპორტის ჩამორთმევაზე საუბრობს. ამის შესახებ მინისტრმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სააკაშვილის იტყუება. მან ბევრჯერ მოიტყუა. ეს მისი პროფესიაა – მანიპულირება. ჩვენ არ გვაქვს არც სააკაშვილის პასპორტი, რომელი მან ვიღაცას მისცა თუ გადასცდა და არც მისი სხვა ოფიციალური ნაბიჯების შესახებ ვფლობთ ინფორმაციას“, – განაცხადა ავაკოვმა.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მისი უწყება არაა დაკავებული საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციის საკითხით.

პოროშენკო: „სულერთია ვინ კვეთს საზღვარს უკანონოდ – „ბოევიკები“ თუ პოლიტიკანები“

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა კონკრეტული სამართლებრივი შეფასება მისცენ სასაზღვრო პუნქტ „შეგინზე“ განვითარებულ მოვლენებს. Цензор.НЕТ-ის ინფორმაციით, პოროშენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი უკრაინულ ან ევროპულ სასამართლოებში უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მან სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა კანონიერად ჩამოართვა.

„ჩადენილი იქნა დანაშაული. ჩემთვის სულერთია ვინ კვეთს საზღვარს უკანონოდ – „ბოევიკები“ თუ პოლიტიკანები დასავლეთიდან. ამას უნდა მოსდევდეს კონკრეტული სამართლებრივი პასუხისგება“, – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება Twitter-ზეც გავრცელდა.

„ჩემთვის სულერთია თუ ვინ არღვევს სახელმწიფო საზღვარს – ამისთვის უნდა იყოს სასჯელი, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერს პოროშენკო.

ავაკოვი სააკაშვილს ორ ვარიანტს სთავაზობს

Видит Бог, вчера я старался сделать все, чтобы вывести пограничников и полицейских из политического процесса. Да, я за…

Posted by Arsen Avakov on 2017 წლის 10 სექტემბერი, კვირა

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთას ქვეყნის შს მინისტრი არსენი ავაკოვი გამოეხმაურა. როგორც ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, სააკაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს ორი არჩევანი აქვთ – მივიდნენ სასაზღვრო პუნქტ „შეგენში“ და გაიარაონ საზღვრის კანონიერ გადაკვეთის შესაბამისი პროცედურები, ან მივიდნენ მიგრაციის სამსახურის რომელიმე ფილიალში.

ავაკოვი ასევე აცხადებს, რომ სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ მესაზღვრეებს არ გამოეყენებინათ იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, შსს-მ ყველაფერი გააკეთა, რათა სააკაშვილის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო. მისივე თქმით, დაკავებულია ათეულობით „სპორტული აღნაგობის“ ადამიანი, რომლებიც საზღვარზე დაძაბულობას ქმნიდნენ.

„პროვოკაცია მაინც შედგა. სისხლი არ დაღვრილა – ეს კარგია, თუმცა ამ ყველაფრის ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა.

დამამცირებელი სურათი იმისა, თუ როგორ ეჭიდება უკრაინული მხარიდან შემოვარდნილი „აქტივისტი“ უკრაინის საზღვარზე მდგარ ჯარისკაცს – ეს საშინელებაა. აქ მთავარი არა პიროვნებები და კონფლიქტის არსია, არამედ ინსტიტუციონალობის განადგურება. ეს არის იმ ფუნდამენტების ნგრევა, რომელზეც ვაშენებთ ქვეყანას – მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფია ხელისუფლებაში. თუ ეს ფუნდამენტები მთლიანად დაინგრა, ნებისმიერ მიზეზთა გამო, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არამედ ხალხის ბრბო, რომელბიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მხოლოდ დროის საკითხია რომ ამით ისარგებლობს „დიდი რუსეთის“ შოვინისტმა ან ევროპელმა ნაციონალისტმა.

სახელმწიფოს ძირითადად ინსტიტუტებზე შეტევა არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა!“, – წერს ავაკოვი.

 

გროისმანის თქმით, სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა შეტევაა უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე

უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა სააკაშვილის და მისი მომხრეების მიერ სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთას დანაშაული უწოდა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა.

„უკრაინის საზღვრის ძალისმიერი გარღვევა – ეს არის დანაშაული და ისინი ვინც ამის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდნენ, პასუხი უნდა აგონ“, – წერს გროისმანი. მისივე აზრით, განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ისინი ვინც უკრაინელ მესაზღვრეებზე ხელი აღმართეს. როგორც ცნობილია, საზღვრის გადაკვეთის დროს დაშავდა რამდენიმე მესაზღვრე.

უკრაინის პრემიერის თქმით, ის რაც კვირას სასაზღვრო პუნქტზე მოხდა, მხოლოდ დანაშაული არაა.

„ეს არის ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის მორიგი შეტევა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები აქვს. მე ვსაუბრობ ჩვენს პოლიტიკოს-პოპულისტებზე, რომლებიც მოქმედებენ პრინციპით „რაც უარესია, მით უკეთესია“ – აცხადებს გროისმანი.

მისივე თქმით, ახლა მოსალოდნელია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობების გააქტიურება მათ მხრიდან, „ვინც არაა დაინტერესებული უკრაინის წარმატებაში“.