გრიგოლ ვაშაძე: ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სოხუმში ტრაგიკული ფაქტია

ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პუტინის ვიზიტი ტრაგიკული ფაქტია, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება.

„საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი და ეს მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

რუსეთის ფედერაციას კი, ისეთი მოკავშირეები ჰყავს, როგორიცაა ოკუპირებული აფხაზეთი და პუტინი სოხუმში ჩადის.

ანეკდოტურად გამოიყურება ეს ყველაფერი, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს – ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

">