გორთან, ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

გორთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შეჯახების შედეგად, ოთხი მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფომ კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ერთ-ერთ მათგანს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება, დანარჩენ სამს კი, მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

">