გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, ატოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

">