ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ქადაგიძე: ოლიგარქია მოქმედებაში

გიორგი ქადაგიძე: ოლიგარქია მოქმედებაში

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე $481 მილიონის ნახატების იმპორტზე კომენტარს ავრცელებს.

"ოლიგარქია მოქმედებაში: 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს რომ გამოვიწერთ, ვიხდით დამატებული ღირებულების, საბაჟო და სხვა მოსაკრებელს. სამაგიეროდ, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს ჩამოაქვს ნახევარი მილიარდის ტვირთი და არ იხდის არაფერს.

ასევე, ოჯახს თუ წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, იხდის ქონების გადასახადს, მაგრამ იგივე, ყველაზე მდიდარი ადამიანი არაფერს არ იხდის. დამატებით, ეს ყველაფერი ჩანს როგორც საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება და საოცარ ეკონომიკურ ზრდას დაგვიხატავს საქსტატი", - წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.