გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა

ბრიუსელში, გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც ამერიკის ერთგულ და მყარ პარტნიორს რეგიონში.

„საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც ამერიკის ერთგულ და მყარ პარტნიორს რეგიონში. ის, რომ საქართველო იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებზე“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.