გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ვიზიტი დაასრულა

გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა  გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 16 წუთს გაგრძელდა და მან ამ სიტყვას საქართველოს მოქალაქეების გზავნილი უწოდა. პრემიერმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის აგრესიაზე, გლობალურ საკითხებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ გამოსვლით გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ვიზიტი დაასრულა.

პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს – ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს. – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 

საქართველოში ოპოზიციამ მთავრობის მეთაური შიდა პოლიტიკურ თემებზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ოკუპაციის შესახებ დასმულ აქცენტებს კი ისინიც და მმართველი გუნდიც წარმატებულად აფასებენ. მთავარი გზავნილები მოეწონათ ანალიტიკოსებსაც.

 

 

 

">