გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ტერორისტული საქმიანობისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცემს. გიუნაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ აფხაზეთის „მოქალაქე“ უნდა გაათავისუფლოს. რომელიც პატიმრობას ქართულ ციხეში იხდის.

ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე ამჟამად ქართულ ციხეში იხდის სასჯელს.

გიუნაშვილი 2016 წელს ოკუპანტებმა ივნისში დააკავეს. ხოლო 2017 წლის თებერვალში მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

">