გიორგი აბაშიშვილი: ამ საერთო ტრაგედიის მთავარი მაპროვოცირებელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრორის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, რუსეთი ყველა საშუალებით ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას, ნდობის აღდგენას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა ამ საერთო ტრაგედიიდან, რომელსაც ჰქვია საომარი მოქმედებები აფხაზეთში.

სამწუხაროდ ძმათა შორის ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო მოხდა და შეეწირა უამრავი ადამიანი, იქნებოდა ეს სამხედრო მოსამსახურე თუ უბრალო მოქალაქე.

ცხადია ბევრი რამის შეფასება შეიძლება ამდენი წლის შემდგომ, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ამ ომის, ამ საერთო ტრაგედიის მთავრი მაპროვოცირებელი იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც ახლაც ყველა საშუალებით ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას, ნდობის აღდგენას, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და აფხაზები, ისევე როგორც ქართველები და ოსები, მიუხედავად რუსეთის გამოგონილი მცდელობებისა და პროვოკაციებისა, ერთად შეძლებენ ერთიანი დემოკრატიული, ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოს აშენებას“, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

">