დღეს ნარკოტიკების მოხმარება რჩება ძალიან დიდ პრობლემად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამიტომ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენი კოალიცია არჩევნებში გამარჯვებისთანავე გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს, რომელიც არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული, არამედ მათ დახმარებაზე და რესოციალიზაციაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ფორმა და ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი.
„დღეს ნარკოტიკების მოხმარება რჩება ძალიან დიდ პრობლემად. არალეგალური ფორმა არის ძალიან მაღალი, ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხანდახან გვესმის, რომ გვესმის ე.წ. დილერების დაჭერა, მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვიცით, რომ ინტერნეტით და სხვა გზებით არის ძალიან დიდი ბრუნვა ნარკოტიკების და ახალი ნივთიერებების, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ქმნის ძალიან დიდ პრობლემას საზოგადოების ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამიტომ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, სადაც იქნება როგორც პრევენცია, ასევე შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.
ამისთვის მინდა ვთქვა, რომ ამ ცენტრების შექმნა სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ ასეთი ცენტრის შექმნა იყო დაგეგმილი ყაზახეთის ტერიტორიაზე, ულტრათანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კონცეფციით.
ჯერ კიდევ 2009-2010 წლიდან იყო ეს კონცეფცია, შემდე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური ცენტრი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ეს პროექტი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ყველაფერი გაჩერდა და ამ სუპერთანამედროვე ცენტრის ნაცვლად, სადაც ძალიან ბერი ადამიანი მიიღებდა სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს, დღეს ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად არაფერი არ არის და არაფერი არ კეთდება.
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველას შეეხოს, ყველას პრობლემაა და, აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ, როდესაც იქნება ოპოზიციის წარმატება, მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციური მთავრობა გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს, რადგან სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში შეიძლება ახალგაზრდებმა მიიღონ იმგვარი ბენეფიტები, რომ ნარკოტიკები იყოს მეათე ხარისხოვანი და წინ იყოს განათლება და კეთილდღეობა.
ჩვენი კოალიცია გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს, რომელიც არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული, არამედ მათ დახმარებაზე და რესოციალიზაციაზე. ეს ადამიანები უნდა იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
