“მცირე განმარტებას გავაკეთებ ჩემს წინა პოსტზე ბაობაბების სევდიან ისტორიასთან დაკავშირებით:
ჩემის აზრით, საქმე გვაქვს ბიძინას ერთგვარ “ღმერთის კომპლექსთან”, როდესაც ის ჯიუტად ცდილობს საკუთარი გემოვნებით გადაალაგოს ბუნების მიერ დაწესებული წესრიგი, ექიშპება ღმერთს და დარწმუნებულია ამ გზის სისწორეში…
ეს არ ეხება მხოლოდ ბაობაბებს, პინგვინებს, ზებრებს, ზვიგენებს და დელფინებს. ეს ეხება მის პოლიტიკურ გუნდს, რომელშიც პრაქტიკულად არავინ არ არის თავის ბუნებრივ გარემოში.
დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი ეს “ბრძოლა” ამაო და სევდიანი ღიმილის მომგვრელია…” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოცალურ ქსელში.