– პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ „ლელოც“ იგულისხმება

პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ იგულისხმება „ლელოც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, პარტია “ლელოს” ამერიკელ პიარკონსულტანტთან ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა ადასტურებს, რომ “ნაცმოძრაობის” რესურსი ახლა „ლელოს“ ემსახურება.
„პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტებიც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა მოზიდული ის რესურსია, რაც „ნაცმოძრაობის” მხრიდან „ლელოს“ აქვს მიცემული. როგორც ჩანს, დახმარება სთხოვეს და მათაც ეს დახმარება არ დააყოვნეს. „ლელო” არის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ფრთა, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ლელოს“ ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…