გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ოპტიმიზაციის პროცესი სამუშაო ადგილების შემცირებასაც გამოიწვევს

მოხდება თუ არა საკადრო შემცირებები და ცვლილებები, ამ თემებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ გადაცემა “ ხალხის პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა, მისი თქმით საკადრო შემცირებასთან ერთად, ადმინისტრაციული ხარჯებიც შემცირდება.

„ მე ეხლა არავარ ჩამოყალიბებული რაოდენობაზე, მაგრამ ალბათ შემცირებებებსაც გამოიწვევს, მაგრამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც იქნება გაცილებით უფრო თვალშისაცემი. საკადროსთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ ეს იქნება პროცესი, რომელიც გამჭირვალეთ და სამართლიანობის დაცვით იქნება განხორციელებული.

ადამიანი არის მთავარი ფაქტორი და ყველაზე უნდა ვიფიქროთ.მოდი ჩავთვალოთ ჯერჯერობით ესეთ ზოგად ნათქვამად. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე კანონი გვაქვს მისაღები  და ამ კანონის განხილვის პროცესში ყველა თემას ექნება თავისი ადგილი.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

">