აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოში რუსეთში შემოჭრის 16 წლის თავზე განცხადებას აქვეყნებს.
„დღეს 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. გვახსოვს [ომში] მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. აშშ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.