გვარამია: სპეცოპერაციას გადავცემთ ისე, როგორც ძალოვანი უწყებები გვაძლევენ შესაძლებლობას

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებასთან დაკავშირებით “ფეისბუქში” წერს.

სპეცოპერაციას გადავცემთ ისე, როგორც ძალოვანი უწყებები გვაძლევენ შესაძლებლობას. არავითარი შეზღუდვა არ დაწესებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპირობოდ დავემორჩილებოდით.

თვითცენზურას მედია არ იწესებს, მაინც დავძენ, ჩასაფრებულთათვის და იდიოტებისთვის.

ყოჩაღ კურიერი”- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

“სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს”-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ერთი პირია დაკავებული, სპეცოპერაცია გრძელდება.

სპეცოპერაცია  გუშინ ღამით დაიწყო. ისმის სროლისა და აფეთქების ხმა.

სპეცოპერაციას გადავცემთ ისე, როგორც ძალოვანი უწყებები გვაძლევენ შესაძლებლობას. არავითარი შეზღუდვა არ დაწესებულა, წინააღმ…

Posted by Nika Gvaramia on 2017 წლის 22 ნოემბერი, ოთხშაბათი

 

 

">