გერმანულ გამოცემაში საქართველოში გადაღებული ფოტოკოლაჟი დაიბეჭდა

გერმანულ გამოცემა SPIEGEL-ში ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის გერალდ ჰენელის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოკოლაჟი დაიბეჭდა.

ჰენელის ფოტო-წიგნი AUF DEM BALKON EUROPAS, გერმანული გამომცემლობის Mitteldeutscher Verlag მიერ გერმანიაში გამოიცა. ინგლისურ-გერმანული ტექსტი თანამედროვე ქართველ მწერალს არჩილ ქიქოძეს ეკუთვნის. ფოტოალბომში თავმოყრილ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაღებულ ფოტოებს თან ახლავს ავტორის შთაბეჭდილებები და აღწერა.

გერმანელი ფოტოგრაფის ალბომში მოხვდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის მოხატულობაც, მეთორმეტე საუკუნის მოზაიკა, რომელსაც ასე ახასიათებს:

„მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების ფრესკები: გელათი, შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის საკათედრო ტაძარი დასავლეთ საქართველოში არის ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში. მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია“.

">