გერმანიის პრეზიდენტი: “წადით არჩევნებზე, არ დაუთმოთ თქვენი ხმა სხვებს“

გერმანიაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერმა არჩევანი გააკეთა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბერლინში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. პრეზიდენტს რამდენიმე წუთით რიგში დგომა მოუწია. ამ დროს აქტიურად საუბრობდა სხვა ამომრჩევლებთან.

როგორც გერმანული მედია იუწყება, გერმანიის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევანი დააფიქსირონ.

“წადით არჩევნებზე, არ დაუთმოთ თქვენი ხმა სხვებს“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

გერმანიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელთა შედეგადაც გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება და ახალი კანცლერის დასახელება მოხდება.

">