გერმანიის კანცლერი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება. კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება.
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს.
ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით