გერმანია და ნიდერლანდები რუსეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

ევროკავშირის ქვეყნები, კერძოდ, გერმანიისა და ჰოლანდიის მთავრობები რუსეთს კიბერთავდასხმებაში ადანაშაულებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გერმანიის კანცლერმა, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუთესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ანგელა მერკელის თქმით, ბერლინი იზიარებს ნიდერლანდების მთავრობის პოზიციას რუსეთის კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით.

„ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში, ევროკავშირის სამიტზე განვიხილავთ“ – განაცხადა მერკელმა.

რუს აგენტებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება ნიდერლანდებშიც გაკეთდა. ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები დააკავეს, ისინი ქალაქ შპიცში მდებარე ქიმიური ლაბორატორიიდან მონაცემების მოპარვას ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ლაბორატორია, სირიაში ქიმიური იარღით განხორციელებული თავდასხმებისა და სოლსბერიში სკრიპალების მოწამლვის საქმის გამოძიებაში მონაწილეობს.

">