გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება

გენერალურ აუდიტორს  უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარუდგინოს. წარდგენილ კანდიდატს კი, პარლამენტის სიითი უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს.

გავრცელებული ინფორმაციით,  მთავარი აუდიტორის თანამდებობა შესაძლოა  დედაქლაქის მერმა დავით ნარმანიამ ან უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავოს. ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე აუდიტის სამსახურს ნინო ლომჯარია უხელმძღვანელებს.