“გახარიას “კაკოინშიკობა” დასწამეთ, მერე აღიარეთ, რომ ჭორაობდით… ოდესღაც, ლექსებსაც უძღვნიდით” – ანა ბუჩუკური კობახიძეს

„ბატონო ირაკლი, თქვენ, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ოდესღაც საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით და დითირამბებს, მუნიციპალური არჩევნების წინ არაერთხელ დასწამეთ ცილი, რომ თითქოს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი – „კოკაინშიკი“ იყო, თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო. თქვენ განსაკუთრებით გახასიათებთ ასეთი ღირსეული, კაცური საქციელები. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა გენერალურ პროკურორს ცრუ დასმენაზე მივმართეთ, რომელიც იცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, შეიძლებოდა თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, თქვენ უცებ შეცვალეთ თქვენი ცილისწამება, გამოხვედით და მედიასთან თქვით – არა, კაცო, ეს პოლიტიკური ბრალდება იყოო, ანუ ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ თვეების განმავლობაში თქვენ ატყუებდით ხალხს და ჭორაობდით. რაც არ უნდა, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი იყოს, ბატონო ირაკლი, დღეს, თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ და თქვენი თანამდებობაზე დასმა, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის საშიშია, იმის გათვალისწინებით, მით უფრო, რომ პერსონალურად არანაირი კავშირი 2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, „ქართული ოცნების“ მაშინდელ ღირებულებებთან კავშირი პერსონალურად არ გაქვთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა?”

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა