გახარიამ 3 პრინციპი დაასახელა – შესრულების შემთხვევაში ხაზარაძესთან თანამშრომლობაზე თანახმაა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორი გახარია ამბობს, რომ სთან მოლაპარაკებების პროცესს წერტილი თვითონ დაუსვა, მიზეზად კი მეორე მხარის მიერ კომპრომისებზე არწასვლა დაასახელა.

გახარია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დაესრულებინა, როცა მისი თქმით, ნეიტრალურ პლატფორმაზე ვერ შეთანხმდნენ”.
“ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, შეცდომა იყო. თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი. ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.
გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახლდათ არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე, იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო, შესაძლო, სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი – ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ქაღალდის ხელმოწერა…
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე – პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს. ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, ჩვენს ვახცადებთ მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი – ნეიტრალური პლატფორმა, მეორე – გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი, მესამე – კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან”, – თქვა გახარიამ.

მან პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, “რამაც მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობა გააძლიერა”.
ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე ხსენებულ 3 პრინციპს დათანხმდება, ის მზად არის კოალიციასთან ითანამშრომლოს.
“თუ ლელო დღეს ამბობს, რომ ამ 3 პრინციპზე: ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი რომ არ იქნება კოალიცია ამ ს შემდეგ არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს, ახლაც თუ გინდათ და ნებისმიერი ფორმის და სერიოზულობისთვის ვართ მზად”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ