თბილისის მერმა სითი პარკი თბილისის პარკინგით 2018 წლის აპრილში ჩაანაცვლა იმ გზავნილით, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა მოწესრიგდებოდა, მოეწყობოდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, ამუშავდებოდა ზონალური და საათობრივი პარკირების გამართული სისტემა. გავიდა წლები, მაგრამ დედაქალაქში მოქალაქეები სულ სხვა შედეგებისა და გამოწვევების წინაშე დგანან. საპარკინგე ადგილები შემცირებულია, ჯარიმები კი ხუთმაგად გაზრდილი. მოქალაქეებს მანქანებს თბილისის პარკინგი ისევ პარავს და საჯარიმოზე გადაჰყავს, საიდანაც მანქანის გამოხსნა 200 ლარი უჯდებათ. 2018 წლიდან 2023 წლამდე, არასწორი პარკირებისთვის 35 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმაა გამოწერილი, 5 წლის განმავლობაში კი ბიუჯეტში 17 მილიონ ლარზე მეტია შესული.
