გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდობის დამწვარ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდობიდამწვარი ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს. შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, გადამწვარი ფერდობი შესაძლოა მეწყერსაშიში ზონა გახდეს.

„გამწვანების საქალაქო სამსახურს ძალიან დიდი რაოდენობით თანხები ჩამოაკლეს და არგუმენტები, რომელიც წარმოადგინა თბილისის მერიამ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მე, რა თქმა უნდა, როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, როგორც თბილისის ერთი მოქალაქე, მოვითხოვ საკრებულოს სხდომაზე, რომ გამონახული იყოს ბიუჯეტში თანხები, რათა არ მოხდეს თანხების გამო რაიმე სამუშაოების შეჩერება“,- განაცხადა ბუხრაშვილმა.

">