განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო – თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო – თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე
განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს – წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.
თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დამღლელია ს მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება.
„განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, რომ თურმე პარტიული რომ არის მინისტრი ეს არის ანომალია, წარმოუდგენელი თემაა, თან შინაგან საქმეთა მინისტრიო.
ვთქვათ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომას და ხანდახან შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ პოლიციელს ეძახიან, მაგრამ „განათლებული“ ქალი იგივეს ხომ არ უნდა აკეთებდე, მაგალითს ხომ უნდა აძლევდე? დამღლელია ამ ქალბატონის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება. ნაპოლეონს აქვს ერთი რამ ნათქვამი – „არ შეუშალო შენს მოწინააღმდეგეს ხელი შეცდომის დაშვებაში“, ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ შევუშლი ხელს, გააგრძელოს ამ შეცდომებით სიარული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
Next: გერმანიის კანცლერი ს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში