“გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არ უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რამე და­მა­ლუ­ლი” – რას ამბობს ლაშა ტალახაძე

სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე ამბობს, რომ მისი მიზანი საქართველოს გაწევრიანებაა ევროკავშირში. ­­ის პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის მეშ­ვი­დე ნო­მრად წარდგა.

“გა­დავ­წყვი­ტე, და­ვუდ­გე ისეთ გუნდს გვერ­დით, რო­მელ­მაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” იქ­ნე­ბა ის გუნ­დი, რო­მე­ლიც ამა­ყად შე­ა­ბი­ჯებს ევ­რო­პა­ში.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ევ­რო­პა­ში შეს­ვლას ვიმ­სა­ხუ­რებთ და ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა იყოს. “გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს” რაც შე­ე­ხე­ბა ვთვლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და არ უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რამე და­მა­ლუ­ლი” – გა­ნუაცხადა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ “ტვ პირველში”.

როგორც ლაშა ამბობს მან ჯერ არიცის ზუსტად რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში.

“ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ-თქო მაგ ყვე­ლა­ფერ­ში, რომ გი­თხრათ, მო­გა­ტყუ­ებთ. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით დგო­მა, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გვერ­დით დგო­მა და ყვე­ლა ის ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი რა­საც ჩვე­ნი გუნ­დი ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ”. – ამბობს სამგზის ჩემპიონი.

ასევე დაგაინტერესებთ