„გამომძიებელმა დაზარალებულს ურჩია, საჩივარი არ დაეწერა და ფაქტი თავისთვის შეენახა“

ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაზარალებული გოგონას მეგობარი პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ანა ჯანაშიამ გამოკთხვის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს გაუპატიურების მცდელობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით იძიებს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლი ვაკის გმომძიებელის მიმართ არის აღძრული, რომელმაც ჯანაშიას თქმით, დაზარალებულს ურჩია საჩივარი არ დაეწერა და ფაქტი თავისთვის შეენახა.

„გამოძიებას ჰქონდა სტანდარტული კითხვები, რაც ყველა საგამოძიებო პროცესს მოსდევს თან. ძირითადად აინტერესებდათ, მე საიდან შევიტყვე აღნიშნული ფაქტის შესახებ. გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, – ერთი არის გაუპატიურების მცდელობა და მეორე არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში გამომძიებლის გულგრილობას შეეხება. არ გამოკითხა სრულად დაზარალებული იმ ფაქტის შესახებ, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა და პირიქით, მას ურჩია, რომ ეს ფაქტი თავისთვის შეენახა“,-განაცხადა ანა ჯანაშიამ.

">