გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ვეჯინის გამგებელი, კუკური ჯამატაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

">