გალის ქართული მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმმა მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა

გალის ქართული მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმმა მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა. ამ ადამიანებმა ან უარი უნდა თქვან საქართველომოქალაქეობაზე და ე.წ. აფხაზური პასპორტები აიღონ, ან საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება მოუწევთ.

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევა. ამ უკანონობის წინააღმდეგ ოფიციალური თბილისის ზემოქმედების ბერკეტი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებაა.

მავრთულ ხლართების დაკეტვის შემდეგ აფხაზეთის საუკუპაცია რეჟიმი მორიგ უკანონობას აკანონებს .იანვრიდან ე.წ ფორმა ცხრა ძალას დაკარგავს .გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით ე.წ საზღვარზე გადადგილება მხოლოდ ბინადრობის მოწმობით ან აფხაზური პასპორტით იქნება შესაძლებელი . თემურ ნადარაიას თქმით ისინი ვინც 1994-99 წლებში გალში ცხოვრობდნენ და არ აქვთ პირადობა  , პირდაპირ შეუძლიათ მოითხოვონ აფხაზეთიმოქალაქეობა .

გალში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ამ თემაზე საუბარი უჭირთ და ამბობენ , რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ , ნაწილი კი პირდაპირ აცხადებს , რომ გალის ქართველები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან .

„ არ ვიცი ახლა რა ვქნათ ჩვენ , რა უნდა გავაკეთოთ ვცხოვრობთ იქ , აქაც ჩვენებია და იქაც და რა ვქნათ არ ვიცით , ძააან ცუდ მდგომარეობაში ვართ“

ანალიტიკოსებისათვის , საუკუპაცია რეჟიმის აქტიურობა მოულოდნელი არ არის , ამბობენ რომ მათი მიზანია დაამყარონ ეფექტიანი კონტროლი გალზე , რადგან ლევან გერაძის თქმით ყველა სხვა მცდელობა კრახით დასრულდა .

სახელმწიფო მინისტრი, საუკუპაციო რეჟიმის ქმედებას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს .

„ნებისმიერი ფორმით , დამატებითი შეზღუდვა გადაადგილების , რომელიც ისედაც უკვე შეზღუდული გახლავთ გამყოფი ხაზების გასწვრივ არის აფსოლიტურად მიუღებელი და დაუშვებელი . მე ვფიქრობ , რომ ესეთი განცხადებები ბუნებრივია კიდე დამატებით შეზღუდვას ემსახურება და აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა , რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში კონკრეტულად გალში მაცხოვრებლებს თუ გალის მიღმა მაცხოვრებლებს აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შესაძლებლობა „ – ქეთევან ციხელაშვილი .

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს კანონმდებლებიც ეხმაურებიან :

„ ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის , რომ დაიცვას ის მოსახლეობა , რომელსაც უნდა ინტეგრაცია და არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ იყოს საქართველოსა და არ აღიარებული ტერიტორიების საკითხი“ –  ხატია დეკანოიძე

მწვავე შეფასებების მიუხედავათ საუკუპაციო რეჟიმი უკანონო ქმედებებს განაგრძობს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ახალი იდეების განხორციელებას ცდილობს . დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო განყოფილების ინფორმაციით ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველმა მოქალაქემ გალის მილიციაში განცხადება უნდა დატოვოს , სადაც ოჯახის წევრის რაოდენობასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ინფორმაცია იქნება . საჭიროა ორი ფოტო-სურათი და ცხრაას ორმოცი რუბლის ანუ 37 ლარის გადახდის ქვითარი .

">