გაიკეთა თუ არა ბრედ პიტმა სახის გადაჭიმვის ოპერაცია – მსოფლიო პრესა მსახიობის შესაძლო პლასტიკურ ოპერაციაზე წერს – Marao

„ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე“ ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ერთობლივი ფილმის, Wolfs პრემიერა შედგა. 60 წლის პიტის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ინტერნეტსივრცე მისი ფოტოებითა და ვიდეოებითაა აჭრელებული.
ყველა აღნიშნავს, რომ პიტი 60 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა, მისმა უკანასკნელმა გამოჩენამ მაინც გამოიწვია მითქმა-მოთქმა.
მედია წერს, რომ მსახიობმა კინოფესტივალისთვის სახე გადაიჭიმა. აღსანიშნავია, რომ ინექციური კოსმეტოლოგიის გამოყენებისთვის გასულ წელსაც აუგორეს ჭორები.
ვარაუდობენ, რომ მსახიობს სახის ლიფტინგის ოპერაცია აქვს გაკეთებული. სპეკულაციები ამის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და მსახიობის გარეგნული ცვლილებები განიხილა.
“ინსტაგრამის” ვიდეოში სახის ესთეტიკოსი და NHS-ის ყოფილი ექიმი, დოქტორი ჯონი ბეტერიჯი თვლის, რომ არსებობს საკვანძო მტკიცებულება იმისა, რომ ბრედმა ფარულად გაიკეთა ოპერაცია – თავად მსახიობს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მან მსახიობის 2020 წელს “ოსკარის” დაჯილდოებაზე გადაღებული ფოტო უიმბლდონზე გადაღებულ ფოტოს შეადარა:
“ეს ფოტო 2020 წელსაა გადაღებული და თქვენ ხედავთ, რომ ბრედი დაბერების ნორმალურ ნიშნებს აჩვენებს: ღრმა სტატიკური ხაზები, მოცულობის დაქვეითება თვალისა და სახის შუა არეში და კანის გარკვეული მოდუნება სახის ქვედა ნაწილში.
გასულ წელს უიმბლდონზე მისი ტრანსფორმაცია შენიშნეს. შეხედეთ მის სახეზე ცვლილებას და მიხვდებით, რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება, როცა პროფილს გვერდიდან დაინახავთ.
შეამჩნევთ, რომ ცვლილება სახის ქვედა კონტურში მართლაც შთამბეჭდავია და შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს დაკავშირებულია სახის ლიფტინგთან.”
ექიმი ასევე ამტკიცებდა, რომ ბრედის ყურს ჰქონდა “სახის ლიფტინგის ნაწიბურის კლასიკური გარეგნობა”.

ასევე დაგაინტერესებთ