გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

გაერო დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საკუთრივ ომით დაზარალებულ ქვეყანაში და იმ უკრაინელებისთვისაც, რომლებიც ომს სხვა ქვეყნებში გაექცნენ.
მიმდინარე წელს ში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ჟენევაში 15 იანვარს. ამასთან, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია უცხო ქვეყნებში.
“ასი ათასობით ბავშვი ცხოვრობს ომის ფრონტის ხაზებზე არეალებში – შეშინებულები, ტრავმირებულები, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა გვიბიძგოს ყველაფრის გასაკეთებლად საიმისოდ, რომ ს ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ” – განაცხადა OCHA-ის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…