გაერო მიანმარში მიმდინარე პროცესებს ეთნიკურ წმენდად აფასებს

გაეროს ადამიანის უფლებათა მთავარი კომისრის, ზაიდ ალ ჰუსეინის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მიანმარის სახელმწიფო, როჰინგას მუსულმანი ეთნიკური უმცირესობის მიმართ ახორციელებს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური მაგალითი. ალ ჰუსეინის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც რახინის რეგიონშია შექმნილი, რადგან მიანმარის მთავრობა არ აძლევს გაეროს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგის საშუალებას. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ როჰინგას ტომის შეიარაღებული  წარმომადგენლების მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიანმარის მთავრობამ არ მიიღო. მათი თქმით, ისინი ტერორისტებთან მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს შემდგომ,  როდესაც როჰინგას ტომის შეიარაღებული მებრძოლებმა,   მიანმარის არმიის 13 ჯარისკაცი მოკლეს, მიანმარის სამხედრო დანაყოფები ახორციელებენ სამხედრო ოპერაციას როჰინგას ტომით დასახლებულ რახინის რეგიონში. ამ ოპერაციის შემდგომ, როგორც ბანგლადეშის მთავრობა აცხადებს, 294 000 როჰინგას ტომელი მოაწყდა მიანმარი-ბანგლადეშის საზღვარს ძალადობისგან, გაუპატიურებებისგან და მკვლელობებისგან თავის დასაღწევად.

">